საელჩო არ ადასტურებს, რომ თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება არ დასტურდება.

ინფორმაცია ამის შესახებ თურქულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელიც იუწყება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იპოვეს და მის ამოქმედებას ერთ-ერთი მგზავრი აპირებდა.

თურქული მხარე ვერ აკონკრეტებს, როდის მოგვარდება სასაზღვრო პუნქტთან არსებული პრობლემა, რომლის მიზეზად ოფიციალურად, სერვერის გათიშვა დასახელდა. ამ დროისთვის, მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშითურქული მედია: სარფში ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო სარფის გამშვები პუნქტის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს