“თავისუფლების ლეტალური სტადია”: ყირიმის ხიდზე ამერიკულმა სტატიამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 18, 2018 00:19

“თავისუფლების ლეტალური სტადია”: ყირიმის ხიდზე ამერიკულმა სტატიამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფლების ლეტალური სტადია": ყირიმის ხიდზე ამერიკულმა სტატიამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია

სხვა სტატიები

ჟურნალ Washington Examiner-ში ტომ როგანის სვეტმა, მესამეხარისხოვანი გამოცემა ერთ დღეში ყველაზე ციტირებად ამერიკულ ჟურნალად გადააქცია რუსეთში, ასევე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის პერსექტივები ბუნდოვანია – “ბიბისი” წერს.
15 მაისს კონსერვატიულმა ყოველკვირეულმა Washington Examiner 40 ათასიანი ტირაჟით რუბრიკა “აზრში” თავისი მუდმივი თანამშრომლის სტატია გამოაქვეყნა სათაურით Ukraine should blow up Putin’s Crimea bridge (უკრაინამ უნდა ააფეთქოს პუტინისეული ყირიმის ხიდი). ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინამ უნდა ააფეთქოს ხიდი, რომ კიევმა მოსკოვს სიგნალი გაუგზავნოს, იმის ნიშნად, რომ უკრაინელები პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოფიციალურად მოპარვას არ ეთანხმებიან.
ავტორი დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა გაიგზავნოს ეს სიგნალი, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოხდეს და უკრაინის ავიაციაც დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს. “საბედნიეროდ, უკრაინას გააჩნია შესაძლებლობა, რომელიც დარტყმის ჰაერიდან განხორციელების საშუალებას მისცემს ისე, რომ მინიმუმ დროებით მაინც გამოიყვანოს მწყობრიდან ხიდი” – წერს სვეტის ავტორი. ის ასევე აღიარებს, რომ მოქმედება კონფლიქტის დაძაბვას გამოიწევს, მაგრამ, ეს, ავტორის აზრით, ყველა შემთხვევაში გარდაუვალია.

ბრიტანელი ტომ როგანი უკვე წლებია ბრიტანულ და ამერიკულ მედიასთან თანამშრომლობს, ასევე, მას, როგორც ექსპერტს ტელეარხი Fox News-ი იწვევს.
Washington Examiner-ი თვლის, რომ მისი მთავარი კონკურენტები არიან ისეთი გაზეთები, როგორიცაა The Hill-ი და Washington Post-ი, თუმცა, “ბიბისის” აზრით, ეს მხოლოდ გამოცემის ამბიციებია.
კერძოდ, საიტ Similarweb-ის მონაცემებით, Washington Examiner-ს უკანასკნელი 6 თვის მანძილზე 10 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ყავდა. შედარებისთვის – იმავე 6 თვეში Washington Post -ს 227 მილიონი უნიკალური მნახველი ყავდა, The Hill-ს – 63 მილიონი, “სიენენს” კი – 535 მილიონი. თუმცა, ჟურნალს შეუძლია იმით დაიკვეხნოს, რომ ამერიკის პრეზიდენტი კითხულობს მას. მაისში დონალდ ტრამპმა გამოცემის ერთ-ერთ სტატიას საკუთარ “ტვიტერზე” შეაქო.

პუბლიკაციას თავდაპირველად ყურადღება რუსული სახელმწიფო სააგენტო “რასსია სევოდნიას” მთავარმა რედაქტორმა მიაქცია ყურადღება. “ამერიკულმა ყოველკვირეულმა Washington Examiner გამოქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიბომბოს ყირიმის ხიდი. კიდევ ერთხელ. ამერიკული მედია მოწოდებას აკეტებს ყირიმის ხიდი ჰაერიდან დაიბომბოს” – დაწერა სიმონიანმა. ამის შემდეგ ამერიკული გამოცემა რუსეთში ბევრმა მოიყვანა ციტატად. აშშ-ში რუსეთის საელჩომ ჟურნალისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა, თუ რამდენად ასახავს “აღნიშნული სტატია რედაქციის პოზიციას. სიტყვის თავისუფლება არ შეიძლება ტერორიზმისა და ადამიანების სიკვდილის მოწოდება იყოს” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, სადაც ასეევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული ქმედება დანაშაულია. ყირიმის დე-ფაქტო ხელისუფლებამ სტატია შეაფასა როგორც ტერაქტის გეგმა.
რუსულმა საგამოძიებო სტრუქტურებმა ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური ექსპერტიზა დანიშნეს, რომ გაარკვიონ, არის თუ არა სტატიაში ტერორიზმისკენ მოწოდებები.

თვითონ Washington Examiner-ში სტატია და რუსული მხარის რეაქციებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგანი კი თავის “ტვიტერში” აქტიურად აკომენტარებს მისი მისამართით გამოთქმულ მუქარებს და არც ცდილობს თავის მართლებას – წერს “ბიბისი”.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 18, 2018 00:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,598
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics