საფრანგეთში ქალის სტვენით გაცილებისთვის დააჯარიმებენ

საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, საპირისპირო სქესისადმი არასასურველი ნიშნების გამოვლენა 750 ევრო ჯარიმით დაისჯება – France 24 ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სიტყვებით, კანონი მიმართულია იქითკენ, რომ “ქალები თავს დაცულად გრძნობდნენ”. 90-750 ევრო ჯარიმით დაისჯება ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, რომელიც დაუსტვენს ან სხვა სექსუალური აზრის, ან სექსუალური კონტექსტის მქონე კომენტარს ეტყვის გამვლელს.

აღნიშნული კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ე.წ. “ფრანგულ რომანტიზმს” დაასრულებს. “ასეთი ზომები ჯადოქრებზე ნადირობაა, უბრალოდ, ჯადოქრების მაგივრად მამაკაცები არიან” – ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ემანუელ მენარი ამბობს. გენდერული თანასწორობის მინისტრმა მარლენ შიაპპამ აღნიშნა, რომ კანონი მოქალაქეებს ფლირტის საშუალებას არ მოუსპობს და “ფრანგი საყვარლის ტიპის” განადგურებისკენ არ არის მიმართული, არამედ, ის ქალებს საშუალებას მისცემს მშვიდად თქვან უარი ან დათანხმდნენ თაყვანისმცემლების წინადადებაზე.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლების ლეტალური სტადია”: ყირიმის ხიდზე ამერიკულმა სტატიამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია
შემდეგი სტატიააფხაზეთი ასტანას გაცნობის ფორუმში მონაწილეობს