რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

რუსეთი ძალიან აფასებს წვლილს, რომელიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეაქვს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის გასავითარებლად – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 25 წლისთავთან დაკავშირებით – მიმართვის ტექსტი სოხუმში სპეციალურ ღონისძიებაზე წაიკითხა რუსეთის დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალექსეი პავლოვსკიმ.
“ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე რუსეთ-აფხაზეთის საგარეო კოორდინაციის მექანიზმის ეფექტური მოგვარება შევძელით, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ რეგიონალური სტაბილურობა და უსაფრთხოება გავზარდოთ, აფხაზეთის საგარეო პოზიციები გავაფართოვოთ, ამიერკავკასიის შესახებ ჟენევის დისკუსიაზე ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წვლილს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში” – ნათქვამია ლავროვის გზავნილში.
“აფხაზეთთან დიპლომატიის ახალი ეტაპი დაიწყო 2008 წელს, მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და რუსეთისა და რიგი სახელმწიფოების მიერ მისი სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ… ის განსაკუთრებულ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას ითხოვს, ადეკვატურად რეაგირების უნარს როგორც ღია მტრობისას, ასევე გამოხატული მეგობრობისას და გამომდინარეობს გრძელვადიანი ინტერესებიდან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის განვითარების გზაზე” – ნათქვამია სერგეი ლავროვის გზავნილში – წერს აფხაზური მედია.

banner
წინა სტატიაშიპუტინი და ასადი ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ
შემდეგი სტატია“თავისუფლების ლეტალური სტადია”: ყირიმის ხიდზე ამერიკულმა სტატიამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია