სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ კრახის შესახებ განაცხადა

არაბულ მედიაში სირიის დღევანდელი ფოტოები ვრცელდება

სირიის სამხედროები თვლიან, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ კრახისკენ მიდის – ამის შეასხებ დღეს, 27 მარტს Reuters-ი სირიულ ტელევიზიაში სამხედროების მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მხოლოდ სირიის არმიას და მის მოკავშირეებს შეუძლიათ ტერორიზმი დაამარცხონ, აღნიშნავს სააგენტო. ისინი პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ ტერორისტებზე თავდასხმებს – ბაშარ ასადი ტერორისტებს უწოდებს ყველა ჯგუფს, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სირიის არმიამ ქალაქი პალმირა გაანთავისუფლა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისაგან.

banner
წინა სტატიაშიდე ნირომ ვაქცინაციასა და აუტიზმზე სკანდალური ფილმის ჩვენება გადადო
შემდეგი სტატიაყველაზე მძიმე ცხოვრებაში საკუთარი შვილის დაკარგვაა