დე ნირომ ვაქცინაციასა და აუტიზმზე სკანდალური ფილმის ჩვენება გადადო

დენიროამერიკულმა კინოფესტივალმა „თრაიბეკმა“ გადაწყვეტილება მიიღო არ აჩვენოს ფილმი „ვაქცინირებულები“, რომელიც თითქოსდა ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირზე საუბრობს.
ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მსახიობმა რობერტ დე ნირომ, რომელიც ფილმის ფესტივალში ჩართვისთვის იბრძოდა, განაცხადა, რომ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ პრემიერა გადაედოთ.
„ჩემი მცდელობა, ვაჩვენოთ ეს ფილმი, გამოწვეულია სურვილით, საუბარი დავიწყოთ პრობლემაზე, რომელსაც მე და ჩემი ოჯახი ძალიან პერსონალურად აღვიქვამთ. თუმცა, საკითხის ფესტივალის გუნდთან და სამეცნიერო წრესთან კიდევ ერთხელ განხილვის შემდეგ, ჩავთვალეთ, რომ ფილმი ვერ უზრუნველყოფს იმ დიალოგს, რომლის იმედიც მე მქონდა. ფესტივალი მწვავე თემებს არ უვლის გვერდს. მაგრამ ჩვენ ფილმის რამდენიმე ასპექტის გამო შეშფოთებას ვგრძნობთ, რომლის გამოც გადავწყვტეთ ფილმის ჩვენება გადავდოთ“ – ფესტივალის ოფიციალური „ფეისბუქ„ აკაუნდი რობერტ დე ნიროს სიტყვებს ციტირებს.
თავდაპირველად, „თრაიბექის“ ორგანიზატორებმა ფილმის ფესტივალის ფარგლებში ჩართვაზე უარი თქვეს, მაგრამ რობერტ დე ნირომ, როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფილმი დაიცვა და მისი ჩართვა გადაწყვიტა.
„მე და გრეისს ბავშვი გვყავს, რომელსაც აუტიზმი აქვს, და ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ღიად ვისაუბროთ და განვიხილოთ საკითხები, რომელიც ასე თუ ისე ამ პრობლემას ეხება. ფესტივალის არსებობის 15 წლის მანძილზე, მე არც ერთხელ არ ჩავრეულვარ ფილმების შერჩევის პროცესში, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან პირადი საკითხია და მე მინდა ამ თემაზე დისკუსიის დაწყება, ამიტომ ჩვენ ვაჩვენებთ „ვაქცინირებულებს“. მე რა ვიზიარებ ფილმის ავტორების აზრს, მე არ გამოვდივარ ვაქცინაციის წინააღმდეგ, მე უბრალოდ მინდა, რომ ეს თემა განვიხილოთ“ – განაცხადა მაშინ დე ნირომ.
„თრაიბექის“ გადაწყვეტილებამ და ამ საქმეში დე ნიროს მონაწილეობამ ამერიკულ პრესაში მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. მაგალითად, Los Angeles Times-მა დაწერა სტატია „როგორ მიეყიდნენ „თრაიბექი“ და დე ნირო ვაქცინაციის ფსიხ მოწინააღმდეგეებს“.
ფილმში წამოჭრილ თეზისზე, ვაქცინაციისა და აუტიზმის კავშირთან დაკავშირებით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არის არა მხოლოდ ანტისამეცნიერო, არამედ, თაღლითურიც.
ფილმი „ვაქცინირებულები“ ბრიტანელი ყოფილი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის მიერ არის გადაღებული, რომელიც 1990-იან წლებში სხვადასხვა დაავადებებისა და აუტიზმის კავშირს იკვლევდა.
უეიკფილდმა საკუთარი თეორიის შესახებ 1998 წელს ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში დაწერა.
უეკფილდის კვლევის შედეგები მისმა კოლეგა ექიმებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეამოწმა, მათგან არც ერთ ლაბორატორიას არ დაუდასტურებია მისი ჰიპოთეზა. უეკფილდის თეორიის თანაავტორებმა ის კვლევის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ჟურნალმა Lancet-მა კი სტატია უკან გამოითხოვა.

მიუხედავად ამისა, უიკფილდის თეორიამ ბრიტანეთის, ირლანდიის და აშშ-ს მოსახლეობაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეძლო – აღნიშნულ ქვეყნებში საგრძნობლად შემცირდა აცრილი ბავშვების რიცხვი, რამაც, თავის მხრივ, ბავშვების სისხლით, წითელათი და ღორის გრიპით დაავადების შემთხვევები გაზარდა, მათ შორის ლეტალური დასასრულით.
ფესტივალი „თრაიბექი“ ნიუ-იორკში 13-დან 24 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშივის რამდენი აქვს ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალი
შემდეგი სტატიასირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ კრახის შესახებ განაცხადა