ყველაზე მძიმე ცხოვრებაში საკუთარი შვილის დაკარგვაა

travolta12ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაღუპულ შვილს სტატუსი მიუძღვნა: „ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მშობლების დაკარგვაა. ახლა მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის მართალი.
ყველაზე მძიმე ცხოვრებაში საკუთარი შვილის დაკარგვაა. იმისი, ვისაც ზრდიდი და უყურებდი, როგორ იზრდება ყოველ დღე, ვისაც ასწავლიდი როგორ ევლო და ესაუბრა. ვისაც აჩვენებდი როგორ უნდა ყვარებოდა. ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შესაძლებელია ვინმეს ოდესმე დაემართოს. ჩემი შვილი ეპილეფსიური კრუნჩხვებისგან გარდაიცვალა. მას იმხელა სიხარული მოჰქონდა ჩემთვის. ის ყველაფერი იყო ჩემი. იმ 16-მა წელმა, როცა მე მამა ვიყავი, უსიტყვო სიყვარული მასწვლა. ჩვენ უნდა გავჩერდეთ და მადლობა ვთქვათ ჩვენი შვილების გამო. და შვილებმაც მადლობა უნდა თქვან მშობლების გამო. იმიტომ, რომ ცხოვრება მოკლეა. გაატარეთ დრო თქვენს მშობლებთან და შვილებთან. მოექეცით მათ კარგად. იმიტომ, რომ ერთხელ, როცა თავებს ასწევთ თქვენი ტელეფონებიდან, ისინი უკვე არ იქნებიან გვერდით. რაც კარგად ვისწავლე, ეს არის ვიცოცხლო და მიყვარდეს ყოველი დღე ისე, როგორც უკანასკნელი. იმიტომ, რომ ერთხელაც ასე იქნება. დაიჭირეთ შანსი და იცხოვრეთ. ყოველ დღე უთხარით საკუთარ საყვარელ ადამიანებს, რომ გიყვართ ისინი. არ მიიღოთ არაფერი თითქოს ეს გეკუთვნით. სიცოცხლე ღირს იმად, რომ იცხოვროთ“.
მსახიობს ჯეტის გარდა ორი შვილი ყავს.

banner
წინა სტატიაშისირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ კრახის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატია„ფეისბუქმა“ უსაფრთხოების შემოწმების ფუნქცია მთელ მსოფლიოში გაააქტიურა