შვეიცარია ირანსა და საუდის არაბეთს შორის შუამავალი იქნება

შვეიცარია ირანსა და საუდის არაბეთს შორის შუამავალი იქნება

16საუდის არაბეთში ირანის ინტერესებს შვეიცარია წარმოადგენს – ამის შესახებ ისლამური სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჯაბენ ანსარმა განაცხადა.
შვეიცარიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ირანის ინტერესები დაიცვას საუდის არაბეთში. ირანმა შვეიცარიასთან დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში საკუთარი წინადადებები წარუდგინა ქვეყანას.

ანსარმა ხაზი გასუხმა იმას, რომ შვეიცარიის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა ეს როლი შეასრულოს. ამასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შემდეგ იქნება მიღებული.
თეირანსა და ერ-რიადს შორის კონფლიქტი საუდის არაბეთის შიიტი მსახურის ნირმა ან- ნირმას და მისი 46 თანამოაზრის სიკვდილით დასჯის შემდეგ წარმოუშვა. შეიხის სიკვდილმა რეგიონის შიიტებში დიდი პროტესტი გამოიწვია. პროტესტის ფონზე ირანელებმა ქვეყანაში არსებული საუდის საელჩო დაარბიეს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ კონსულტაციების პროცესში ვართ
შემდეგი სტატიათურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში სამხედრო ნაწილის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო