თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში სამხედრო ნაწილის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უარყო

17თურქეთის თავდაცვის მინისტრის ისმეტ იილმაზის განცხადებით, ქვეყნის მთავრობას სირიაში სამხედროები არ გაუგზავნია და ამის გაკეთებას არც აპირებენ – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
“აზრადაც არ გვქონია თურქი ჯარისკაცების სირიაში გაგზავნა” – სააგენტოს მისი სიტყვები მოყავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთიდან ქვეყანაში 12 პიკაპი და დაახლოებით 100-მდე ჯარისკავი შევიდა.
ერთი დღით ადრე კი მათ გაეროს ოფიციალური წერილი მისწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი სირიის ტერიტორიაზე ადგილობრივ ქურთებს ესვრის.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარია ირანსა და საუდის არაბეთს შორის შუამავალი იქნება
შემდეგი სტატიაბრიტანული სპეცრაზმის SAS სნაიპერმა “ისლამური სახელმწიფოს” ინსტრუქტორ-ჯალათი მოკლა