გია ვოლსკი: საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ კონსულტაციების პროცესში ვართ

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, კოალიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს.

„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ კონსულტაციების პროცესში ვართ. ჩვენც და ალბათ ჩვენი ოპონენტებიც, თუმცა ოპონენტებს ჯერ არავინ არაფერს ეკითხება. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების აშკარა ნიშნები არსებობს, ზოგს აინტერესებს ჩვენგან რამდენიმე ადამიანის გამოთქმული პოზიციის გამო, კოალიციაში ხომ არ იქნება განხეთქილების წინაპირობა. ეს ასე არაა, შემიძლია დაგამშვიდოთ. რეალურად, მუშაობა მიმდინარეობს და ჯერ მზად არ ვართ პასუხების გასაცემად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა
შემდეგი სტატიაშვეიცარია ირანსა და საუდის არაბეთს შორის შუამავალი იქნება