შეჯახება ქუთაისში – დაღუპულია პოლიციელი

ქუთაისში, საღორიას დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შეჯახება სავარაუდოდ იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : მაღალი რისკის გამო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ