თამარ ხულორდავა : მაღალი რისკის გამო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

თუ ეკონომიკურად მომგებიანია ეს საქმიანობა, კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხურლორდავა აცხადებს.

ხულორდავას თქმით, ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. ამას მოწმობს ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვანახშირის შახტებში უბედური შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა.

„როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება?! მესმის, რომ მინდელის შახტში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის, მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება.

დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ“,-აცხადებს თამარ ხულორდავა.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე : სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია და მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე
შემდეგი სტატიაშეჯახება ქუთაისში – დაღუპულია პოლიციელი