მამუკა ბახტაძე : მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

მაღაროში მომხდარ აფეთქებას, რა დროსაც 4 მაღარორლი დაიღუპა და 6 დაშავდა, პრემიერი ბახტაძე ეხმაურება. პრემიერი განცხადებას ავრცელებს, სადაც დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.
„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშეჯახება ქუთაისში – დაღუპულია პოლიციელი
შემდეგი სტატია“ნორმები იყო დაცული. პირობები ჩვენ არაფერი გვაკლია” – საქნახშირის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი