ქუთაისში, საღორიას დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შეჯახება სავარაუდოდ იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდნენ. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.