სერბეთში ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე კაფეში სროლა მოაწყო

წუხელ გვიან ღამით, ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა, ჩრდილოეთ სერბეთში, კაფეში სროლა მოაწყო. დაღუპულია ხუთი ადამიანი, მინიმუმ ოცი კი დაიჭრა.
თავდამსხმელი დაკავებულია, მაგრამ მისი სახელი ჯერჯერობით არ ვრცელდება. პოლიციის ვარაუდით, მკვლელობის ვერსია ეჭვიანობა იყო.
თავდასხმა ბელგრადიდან ჩრდილოეთით 50 კმ-ში მოხდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდამსხმელმა საკუთარი ცოლი მეგობრების კომპანიაში დაინახა. შემდეგ სახლში წავიდა და ავტომატით დაბრუნდა. მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა და კიდევ ერთი ქალი, შემდეგ კი კაფეში მყოფებს გაუხსნა ცეცხლი.
კაფეში ერთ-ერთმა მყოფთაგანმა მამაკაცისთვის იარაღის წართმევა შეძლო. თავდამსხმელი გაიქცა, მაგრამ ის დააკავეს.
ქვეყნის შს მინისტრმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა იარაღის ჩაბარებისკენ, რომელიც ბალკანეთის ომის შემდეგ კიდევ დარჩა ზოგიერთებს.

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშის პრემიერი დაკაში კაფეზე თავდასხმაზე: ისინი მუსლიმები არ არიან
შემდეგი სტატიადედოფალმა ელისაბედმა შოტლანდიის პარლამენტის სესია გახსნა