ბანგლადეშის პრემიერი დაკაში კაფეზე თავდასხმაზე: ისინი მუსლიმები არ არიან

13563194_1752425325042467_1415304274_n

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო გამოსვლაში დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის დროს ექვსი ბოევიკი დახოცეს, ერთი კი დააკავეს. განთავისუფლებულია 13 მძევალი, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ორი პოლიციელი შეტევისას დაიღუპა.
“რამადანის წმინდა თვეს, როცა მუსლიმებმა უნდა ილოცონ, იმ დროს, როცა ნამაზისთვის მზადებაა, მათ ეს უგულებელყვეს და მოვიდნენ, რომ ხალხი დახოცონ. როგორი მუსლიმები არიან ისინი, როგორ აპირებენ ისინი ისლამის დაცვას, თუკი იმის მაგივრად, რომ ილოცონ, მოვიდნენ, რომ ხალხი მოკლან… ჩემი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ტერორიზმის აღმოსაფხვრელად ბანგლადეშში” – განაცხადა შეიხ ჰანსმა – “ბიბისი” წერს.

შეგახსენებთ, რომ ბოევიკებმა მძევლები რესტორან O’kitchen-ში გუშინ გვიან ღამით აიყვანეს, რომელიც დაკას დიპლომატიურ კვარტალში მდებარეობს. თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით იყვნენ შეიარაღებული. წუხელ, გვიანვე, დაკას პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასერბეთში ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე კაფეში სროლა მოაწყო