დედოფალმა ელისაბედმა შოტლანდიის პარლამენტის სესია გახსნა

9ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ შოტლანდიის პარლამენტის დეპუტატებს ოფიციალურად მიმართა მეხუთე სესიის გახსნაზე.
დედოფალი დღეს ჩავიდა ედინბურგში, სადაც შოტლანდიის პარლამენტი მდებარეობს.
“მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უფრო მეტად რთული და მომხოვნი ხდება, მოვლენები დიდი სისწრაფით ვითარდება. ზოგჯერ რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე და მობილიზება” – თქვა დედოფალმა.
დედოფალთან შეხვედრისას, შოტლანდიის პარლამენტის სპიკერმა კენ მაკინტოშმა განაცხადა, რომ “პარლამენტი მზად არის იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც მის წინაშე დგას და ყველა დეპუტატი ამაყია იმის გამო, რომ ისინი შოტლანდიას წარმოადგენენ”.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი უნდა დატოვოს. შოტლანია თანამეგობრობის დატოვების წინააღმდეგია. კენ მაკინტოშის განცხადებით, შოტლანდია ხელახალ რეფერენდუმს ჩააატრებს ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ, რომ ევროკავშირში დარჩეს.

banner
წინა სტატიაშისერბეთში ავტომატით შეიარაღებულმა მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე კაფეში სროლა მოაწყო
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით,რამდენიმე რეისი ვერ შესრულდება