საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მესაზღვრე ლაშა ჩუბინიძე რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას შსს-ს წარმომადგენლები, გარდაცვლილის თანამშრომლები და ახლობლები ესწრებოდნენ. გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N5 სექტორის (შილდა) დისლოკაციის ადგილზე, პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის ბალონის აალება. მიღებული დამწვრობის შედეგად, გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,ჯაბა ჯიშკარიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე”
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ ხვალ 18:00 საათზე პუშკინის სკვერში საპროტესტო აქციას გამართავს