,,ჯაბა ჯიშკარიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე”

ნაციონალური მოძრაობის მუხიანში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ოქმი შეადგინეს, სადაც გიორგი ჟამუტაშვილს წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.

ის სამართალდამცველებმა გუშინ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომა ჟამუტაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

„პოლიციელები ასრულებდნენ არაუფლებამოსილი პირის – ჯაბა ჯიშკარიანის, კონკრეტულ მითითებებს, ვინ დაეკავებინათ, ვინ არა, საიდან გაეყვანათ ხალხი. პოლიციელებს ჯაბა ჯიშკარიანის კი არა, პოლიციის უფროსის მითითება უნდა შეესრულებინათ. “პოლიციის შესახებ” კანონის უგულებელყოფა იყო. ჩემს მიმართ სამართალდარღვევის ჩადენა მოხდა, რის შესახებაც შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს მივმართავ. ჩემი უფლებების დასაცავად სასამართლოსაც მივმართავ. ყველას მოვთხოვ პასუხს, ვინც დაარღვია, მათ შორის ჯაბა ჯიშკარიანსაც. ის პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე,“ – განაცხადა გიორგი ჟამუტაშვილმა.

ჟამუტაშვილთან ერთად დაკავებული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, თემურ მამედოვი, კი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

მამედოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთში იმსჯელებს. მას სამართალდამცველები პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაში,,ვფიქრობ, დღეს არის ის მომენტი, როდესაც ფოთის ინდუსტრიული ზონა გახდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა”
შემდეგი სტატიასაქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მესაზღვრე ლაშა ჩუბინიძე რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს