„ევროპული საქართველო“ ხვალ 18:00 საათზე პუშკინის სკვერში საპროტესტო აქციას გამართავს

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებს.

ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ხოშტარიამ მოსახლეობას თაბორის მთიდან მიმართა.

საკრებულო მზად არის, რომ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის “თაბორი რეზორტისთვის” ბოტანიკური ბაღის ნაწილი, 5000 კვ.მ-მდე მიწა გადასცეს.

„დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ და საკრებულომ გუშინ გადაწყვიტა, რომ ამ ადგილზე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა და მოუნდა, რომ თავისი ეზო გაიფართოვოს, ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით დაუშვა ის, რომ აქ დაიწყოს მშენებლობები და ძალიან მალე უმზადებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაცემას, რომ წაგვართვან თბილისელებს ჩვენი კუთვნილი ადგილები,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, თაბორის მთაზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი უკვე შემოღობილია.

ამასთან, მისი თქმით, პუშკინის სკვერში ბიძინა ივანიშვილი საკრებულოს მიერ მიწის გადაცემის შემდეგ, სასტუმროსთვის საპარკინგე ადგილს გააკეთებს.

„ევროპული საქართველო” ხვალ მოუწოდებს ყველას, 18:00 საათზე, პირველ ოქტომბერს, პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ ეს უკანონობა, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის მიმართ, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება კანონის მიმართ და ვუთხრათ არა იმას, რომ ვინმემ, როდესმე მიიტაცოს ჩვენი ტერიტორიები,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილი მესაზღვრე ლაშა ჩუბინიძე რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს
შემდეგი სტატიარუსთავში გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან – სცენაზე სოფო ბედია მღერის