სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურა საჩივარს შეიტანს სააპელაციო სასამართლოში

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ამა წლის 11 დეკემბერს შედგა. ამის შესახებ მან განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულება წარადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრომაში აეყვანათ…სააკაშვილი ჩემი ყოფილი კოლეგაა, ერთად ვუყურებდით საქართველოს და უკრაინის მომავალს და ორ მაიდანზე ვიდექით. მაგრამ ჩემი პირადი დამოკიდებულება არ უნდა თამაშობდეს როლს. კანონია ერთია ყველასთვის. ჩემი აზრით, მან წითელი ხაზი გადალახა”, – თქვა ლუცენკომ.
მისი თქმით, გენპროკურატურა საჩივარს შეიტანს სააპელაციო სასამართლოში.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს და დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მას ბრალად დასდეს რუსეთიდან 500 000 დოლარის მიღება უკრაინაში ხელისუფლების ჩამოსაგდებად. 11 დეკემბერს კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაანთავისუფლა სასამართლო დარბაზიდან.

banner
წინა სტატიაში,,ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ძალიან შეშფოთებულები ვართ” – პესკოვი სააკაშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატია”ენერგო პრო ჯორჯიას” დირექტორი არ გამორიცხავს, რომ დენზე ტარიფი გაიზარდოს