”ენერგო პრო ჯორჯიას” დირექტორი არ გამორიცხავს, რომ დენზე ტარიფი გაიზარდოს

გაიზრდება თუ არა მომავალი წლიდან ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფი – 4 საათზე მეტია, მარეგულირებელ კომისიაში სხდომა გრძელდება. “სემეკი” კომპანიებისგან ისმენს ინფორმაციას, რა საინვესტიციო გეგმები აქვთ მომავალი სამი წლის განმავლობაში.

მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად ადეკვატურია ეს გეგმები, რადგან, როგორც განმარტავენ, ინვესტიცია არის ერთ-ერთი კომპონენტი, რაც საბოლოოდ ტარიფს განსაზღვრავს.

”ენერგო პრო ჯორჯიას” საინვესტიციო გეგმაზე კომპანია და “სემეკი” ვერ შეთანხმდნენ. კომპანიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ დენზე ტარიფი გაიზარდოს

„უნდა დავაკვირდეთ ამ დღეებში მოვლენებს, შეიცვლება თუ არა თბოსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები, თუ აქაც მოხდა ზრდა და ჩვენ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება თუ გაიზარდა იმ ფონზე, რომ გაიზარდა ენგურის ტარიფი, სხვა ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების ტარიფები, დიდი ალბათობით, ეს ტარიფზე უნდა აისახოს და დიდი ალბათობით, ზრდა იქნება გარდაუვალი,“ – განაცხადა ”ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალურმა, დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურა საჩივარს შეიტანს სააპელაციო სასამართლოში
შემდეგი სტატია“როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და სისხლს წოვენ”