რუს ისტორიკოსს სომხურ ტერორიზმზე წიგნის გამო, სომხებმა ომი გამოუცხადეს

,,მე-20-ე საუკუნს ტრანსნაციონალური სომხური ტერორიზმის ისტორია,, ასე ჰქვია მონოგრაფიულ ნაშრომს, რომელიც რუსეთში წიგნად გამოიცა და რომლის ავტორ ოლეგ კუზნეცოვს, მისივე განცხადებით რუსეთში არსებულმა სომხურმა ლობიმ და სომხურმა მაფიამ ომი გამოუცხადა.
რუსი ისტორიკოს ოლეგ კუზნეცოვს, რუსეთში მცხოვრები სომხები, მისი ნაშრომის გამო ეროვნებათაშორისო შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ. სომეხი ეროვნების ადვოკატმა რუბენ კირაკოსიანმა კი – კუზნეცოვის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.


,, სომხური ლობის მხრიდან ეს არა არის პირველი მცდელობა ჩემი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა ჩემი პოლიტიკური პოზიციის გამო. მე ამ საკითხებში იმდენი ცხოვრებისეული და პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვდა, რომ უკვე უემოციოდ ვეგებები მათგან ყველა თავდასხმას. მე დარწმუნებული ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ადვოკატი კირაკოსიანი, რომელმაც დაიწყო ეს საქმე, მიიღებს დამსახურებულ პასუხს მთელი მოცულობით და რუსული კანონმდებლობის მთელი სიმკაცრით… და მას ვერანაირი სომხური ლობი და რუსეთში სომხური მაფიის ფულები ვერ უშველის. ამ საქმეში ჩემი ადვოკატთა ჯგუფი, რომელშიც რუსი აზერბაიჯანელი და ებრაელი ადვოკატები და მათ ქვეყნების საადვოკატო ფილიალები მონაწილეობენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ სომეხი ტერორისტების ადვოკატი რუბენ კირაკოსიანი საკადრისად დაისაჯოს. ამავე დროს, ჩემი აზერბაიჯანელი ადვოკატი აპირებს, რომ ჩემი წიგნი სომხურ ტერორიზმზე, აშშ-ში ინგლისურ ენაზე გამოცემა დააფინანსოს. სომეხი ადვოკატის მიერ წამოწყებული ეს პროცესი კი – საუკეთესო დადასტურება და რეკლამა იქნება ჩემი ნაშრომისთვის ამერიკაში,, აცხადებს რუსი ისტორიკოსი ოლეგ კუზნეცოვი რუსულ მედიასთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიახალი ბრიტანული კონოკომედია – ,,სტალინის სიკვდილი,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიატრაგედია ალექსანდრიაში-გარდაცვლილია 36 ადამიანი