ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის გარეუბანში, რკინიგზის სადგურ ნაბისში, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ბოლო მონაცემებით 36 ადამიანი გარდაიცვალა და 135-მდე დაშავდა.
ეგვიპტური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, უკან მომავალი სამგზავრო მატარებლის მემანქანემ ვერ შეამჩნია გამაფღტხილებელი ნიშანი, რომელიც მოძრაობის გაგრძელებას კრძალავდა და მაღალი სიჩქარით შეეჯახა მეორე, გაჩერებული სამგზავრო მატარებლის შემადგენლობას .