ახალი ბრიტანული კონოკომედია – ,,სტალინის სიკვდილი,, (ვიდეო)

სისხლისმსმელი დიქტატორის სიკვდილიც თურმე შესაძლებელია სასაცილო იყოს… უფრო სწორად, დიდქტატორის მლიქვნელთა არმიის მოქმედება ხდება სასაცილო მას შემდეგ, რაც მათი პატრონი ჯოჯოხეთს გაემგზავრა და ყველა საკუთარი ნაჭერის დასათრევად იბრძვის.
სწორედ ფრაზა ,,ყველას საკუთარი ნაჭერი უნდა,, გახდა მთავარი სლოგანი იტალიელი კინირეჟისორის არმანდო იანუჩის მიერ გადაღებული კინოკომედიისა ,,სტალინის სიკვდილი,, რომელიც ბრიტანეთში ინგლისელი და ფრანგი პროდუსერების მეცადინეოვბით გადაიღეს.
11 აგვისტოს ამ ფილმის ოფიციალური თრეილერი გავრცელდა YouTube-ზე. თავად ფილმი კი – ბრიტანულ კინოეკრანებზე მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოვა.
ფილმში საკმაოდ ცნობილი მსახიობები არიან დაკავებულნი… სტალინის როლს ადრიან მაკლაფლინი თამაშობს, ლავრენტი ბერიას როლს – საიმონ რასელ ბილი, მარშალ ჟუკოვისას – ჯეისონ აიზეკსი, ნიკიტა ხრუშოვისას – სტივ ბუშემი.
ვიდეო:

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო უწყება არ აწარმოებს მოლაპარაკებებს სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიარუს ისტორიკოსს სომხურ ტერორიზმზე წიგნის გამო, სომხებმა ომი გამოუცხადეს