ქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი ასამდე გაიზარდა

1-1ქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი ამ მომენტისთვის 102 ადამიანია – Reuters-ი წერს. სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი ხალხი ჰაიტიში დაიღუპა. “მეთიუმ” გადაუარა ბაჰამებს და ატლანტიკის ოკეანის სანაპიროების გავლით ფლორიდაში ჩავიდა – აშშ-ს ქარიშხლების შემსწავლელი ცენტრი ავრცელებს, რომელთა მონაცემებითაც, მისი სიჩქარე 220 კმ/სთ-ია.

დღეს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიტიში ქარიშხალ “მეთიუს” 23 ადამიანი შეეწირა – ქვეყნის მტავრობამ გაავრცელა. მათი ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლებელია გაიზარდოს, რადგანაც, ჯერჯერობით, ყველა დასავებულ რაიონთან ხერ ხერხდება დაკავშირება. პრეზიდენტ ჟოსელერმ პრივერმა თქვა, რომ ქვეყნის სამხრეთში სიტუაცია კატასტროფულია და რამდენიმე ქალაქი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს.

ქარშხალი “მეთიუ”, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ატლანტიკის ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარშხლად ითვლება.
“მეთიუს” სირთულით მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ექსპერტების თქმით, ძლიერმა წვიმებმა, შესაძლებელია წყალდიდობები გამოიწვიოს იამაიკასა და დომინიკის რესპუბლიკაში.

banner
წინა სტატიაში,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრები განათლებული და შეძლებული ადამიანები არიან
შემდეგი სტატიაგაეროს წარმომადგენელი მზად არის ალეპოში მყოფი ისლამისტები პირადად გააცილოს