გაეროს წარმომადგენელი მზად არის ალეპოში მყოფი ისლამისტები პირადად გააცილოს

გაეროს წარმომადგენელი მზად არის ალეპოში მყოფი ისლამისტები პირადად გააცილოს

2გაეროში სირიის საკითხების სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ ექსტრემისტული დაჯგუფება “დრონტ ან-ნუსრას” წევრებს თხოვნით მიმართა, რომ ალეპოდ ის ადგილები სადაც ისინი გამაგრებული არიან, დატოვონ… რათა ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი…
“თუკი ღირსეულად წახვალთ, მზად ვარ პირადად გაგაცილოთ” – წერს მისტურა თავის მიმართვაში.
გაერო-ს წარმომადგენელი ასევე მიმართავს რუსეთის და სირიის მთავრობებს თხოვნით, რომ შეწყვიტონ ქალაქის დაბომბვა, რადგან იქ დაახლოებით 275 ათასი ადამიანი იმყოფება, აქედან, დაახლოებით ასი ათასი ბავშვია.
დიპლომატის თქმით, ალეპოში მყოფი 900 ბოევიკის განადგურება, არ შეიძლება ქალაქის გაცამტვერების მიზეზი გახდეს. დაჯგუფების ალეპოში ყოფნა… “მსუბუქი ალიბია” რუსეთისა და ასადისათვის ავიადარტყმების საწარმოებლად – თქვა მისტურამ.
შეგახსენებთ, რომ სირიისა და რუსული სამხედრო ნაწილების შეტევის გამო ალეპოში მოსახლეობისათვის დახმარების მიწოდება ვერ ხერხდება. აშშ და გერმანია, ამ ავიადარტყმების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე ფიქრობენ.

banner
წინა სტატიაშიქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი ასამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაკატალონიის პარლამენტმა 2017 წელს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დანიშნა