ქალები ბურკას გაიხდიან – საუდელი პრინცის ისტორიული გადაწყვეტილება

არაბული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქალები ,,ღირსეულად და სათანადო ჩაიცვამენ,, ბურკის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა CBS-სისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ,,შარიათის კანონებით, ქალებმა ისევე როგოც კაცებმა ღირსეულად უნდა ჩაიცვან. ეს არ ნიშნავს, რომ სამოსი აუცილებლად შავი ბურკა უნდა იყოს,,
სალმანმა ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, ადრე გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ,,ზომიერ ისლამზე,, გადადის.

banner
წინა სტატიაში ,,აეროფლოტის,, მთვრალი პილოტის გამო ფრენა გადაიდო
შემდეგი სტატიამურატ ჯიოევის განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით