მურატ ჯიოევის განცხადება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებით

“არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქართველოს გადაეცა“ – ამის შესახებ განაცხადა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე. წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა. მან განმარტა, რომ თავდაპირველი ექსპერტიზა ცხინვალში ჩატარდა, თუმცა მეტი დამაჯერებლობისათვის „ბიომასალა“ რუსეთის ფედერაციაში გაიგზავნა დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის. ჯიოევმა დააზუსტა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა სწორედ ამ მიზეზით იყო დაყოვნებული. “ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზირებას ახდენს, ამიტომ ვთვლიდით, რომ აუცილებელი იყო დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება, რომლის მასალები უკვე მივიღეთ და დღეს საღამოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს და ექსპერტიზის მასალებს წითელი ჯვრის კომიტეტს გადავცემთ” – თქვა ჯიოევმა. მისი განცხადებით, რუსულმა ექსპერტიზამ მათი სამედიცინო კვლევა დაადასტურა. ჯიოევის კომენტარს ავრცელებს ცხინვალის მედია.

banner
წინა სტატიაშიქალები ბურკას გაიხდიან – საუდელი პრინცის ისტორიული გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაფეისბუქის” ირგვლის სკანდალი მარკ ცუკენბერგს 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა