გოგონამ პუტინი ერდორანსა და პოროშენკოზე შეკითხვით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

გოგონამ პუტინი ერდორანსა და პოროშენკოზე შეკითხვით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მოსახლეობასთან პირდაპირ ეთერში შეხვედრისას 12 წლის გოგონას შეკითხვა გადასცეს.
„გასულ წელს თქვენ თქვით, რომ იხსნიდით ობამას, ის რომ იხრჩობოდეს. ახლა რომ იხრჩობოდნენ პოროშენკო და ერდორანი, რომელს გადაარჩენდით?“ – გოგონას შეკითხვა წამყვანმა დაუსვა პუტინს.
პრეზიდენტმა გაიცინა და თქვა: „ვარია, შენ მე უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ. არც კი ვიცი რა ვთქვა. ნუ, მოდი, ალბათ, ასე: თუკი ვიღაცამ გადაწყვიტა დაიხრჩოს, მისი შველა, უკვე აღარ შეიძლება. მაგრამ , ჩვენ, მზად ვართ ყველა ჩვენს პარტნიორს დახმარების ხელი გავუწოდოთ, თუკი მას ეს სურს“ – განაცხადა პუტინმა.
2014 წელს პირდაპირი ეთერის დროს პუტინმა 6 წლის ალბინის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „როგორ გგონიათ, ობამა გადაგარჩენდათ თქვენ, რომ იხრჩობოდეთ?“ მაშინ პუტინმა თქვა, რომ ის არ ინატრებდა მსგავს მდგომარეობაში ჩავარდნას და დაამატა: „ვფიქრობ, რომ ის (ობამა-რედ) წესიერი ადამიანია და საკმაოდ მამაცი და ის, ცხადია,  ამას გააკეთებდა“.

banner
წინა სტატიაშიდავით ჯანდიერი: მართლმსაჯულების სისტემაში სიტუაცია პრობლემურია
შემდეგი სტატიაპუტინმა თურქეთს მეგობარი უწოდა და ზოგიერთი პოლიტიკოსის არაადეკვატურობაზე ისაუბრა