პუტინმა თურქეთს მეგობარი უწოდა და ზოგიერთი პოლიტიკოსის არაადეკვატურობაზე ისაუბრა

რუსეთი თურქეთს მეგობრად მიიჩნევს, თურქ ხალხს კი მეგობრულად, რომელთანაც მოსკოვს კეთილმეზობლური ურთიერთობები ექნება – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობასთან მიმდინარე პირდაპირი ეთერისას. „ჩვენ რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერთან პრობლემები გვაქვს, მათ ქცევებს არაადეკვატურად მივიჩნევთ და შესაბამისად, მათ მოქმედებაზე რეაგირებთ“ – განაცხადა პუტინმა თურქეთზე დასმული შეკითხვის პასუხად.
მისი თქმით, რუსეთი არ ყოფილა და არც მომავალში აღმოჩნდება მტრულ გროლში: „ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ თურქეთის მოსახლეობის უმეტესობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“ – თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა გასული წლის ნოემბერში დაიძაბა, როცა თურქულმა სამხედრო ავიაციამ რუსული გამანადგურებელი სუ-24 სირია-თურქეთის საზღვრიდან ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშიგოგონამ პუტინი ერდორანსა და პოროშენკოზე შეკითხვით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა
შემდეგი სტატიაპუტინმა ყოფილი მეუღლის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა