ფედერიკა მოგერინი – ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვა საჭირო არ არის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვა საჭირო არ არის.

ეს განცხადება ფედერიკა მოგერინიმ ნიუ იორკში ირანის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ყველა მხარე თანხმდება, რომ ორი წლის წინ დადებული შეთანხმება უნდა შესრულდეს და ის კორექტირებას არ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თეირანთან გაფორმებული შეთანხმება უსარგებლოა. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ირანი ხელშეკრულებას ტექნიკური თვალსაზრისით ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება 2015 წლის ივლისში გაფორმდა. ხელშეკრულება თეირანს ბირთვული პროგრამის შეკვეცას ავალდებულებს, სანაცვლოდ კი მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში23 სექტემბრიდან პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს
შემდეგი სტატია2017 წელს 250 სილამაზის სალონის შემოწმების შედეგად, მხოლოდ 2 დაჯარიმდა