23 სექტემბრიდან პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის და რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, დავით ნარმანიას თქმით, 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.

„ვიცი, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაზე მოძრაობა არსებულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგანაც ჩვენმა დაკვირვებამ და კვლევამ აჩვენა, რომ მოცემულ სქემას რაიმე სახის დაბრკოლება ქალაქში გადაადგილების კუთხით არ შეუქმნია“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი – ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვა საჭირო არ არის