პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა საიბ არიკატმა განაცხადა, რომ პალესტნის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს საერთაშორისო სასამართლოში აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, იერუსალმში ამერიკის საელჩოს გახსნის გამო, იჩივლებს. “საჩივარი უახლოეს დღეებში მომზადდება” – თქვა არიკატმა.