გერმანიის პრეზიდენტმა უკრაინაში მტკივნეული რეფორმების აუცილებლობაზე განაცხადა

უკრაინის ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა მზად იქნება მტკივნეული რეფორმებისთვის – 29 მაისს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.
პრეზდენტმა თავის გამოსვლაში 2013 წლის “ღირსების რევოლუცია” გაიხსენა. მისი თქმით, არ შეიძლება “ჩააგდო ის, რაც მაიდანზე დაიწყო”. “უკრაინის პოლიტიკური უნარები არ შეიძლება დაიკარგოს, მოუთმენლობამ არ შეიძლება გაცრუება და ცინიზმი მოიტანოს. კორუფცია და ნაციონალიზმი, ორივე თავისებურად უკრაინას საშიშ მომავალს მოუტანს” – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშირომან ბეზსმერტნი უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის
შემდეგი სტატიაპალესტინა აშშ-ს იერუსალიმში საელჩოს გახსნის გამო უჩივლებს