რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ცნობილი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო საკუთარი ბინის კარებთან მოკლეს – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ანტონ გერაშენკო წერს.
“სახლში პური დაუმთავრდა. არკადი მაღაზიაში წავიდა. მკვლელი მას კიბეებთან ელოდებოდა. როცა არკადიმ კარები გააღო, მკვლელმა ლაჩრულად, ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლა არკადი ბაბჩენკოს” – დაწერა პოლიტიკოსმა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

რუსი ჟურნალისტი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე და უკრაინის მეგობარი იყო, ის უკანასკნელი პერიოდი კიევში ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაშიპალესტინა აშშ-ს იერუსალიმში საელჩოს გახსნის გამო უჩივლებს
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის აღელვებული და ემოციური კამათი პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასთან