ობამა: მე არ მაქვს შესაძლებლობა სნოუდენი შევიწყალო

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეკითხავზე, არის თუ არა ის მზად ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომელი, ედუარდ სნოუდენი შეიწყალოს, განაცხადა, რომ შეუძლია შეიწყალოს ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამერიკული სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს. “მე შევიწყალებ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხევვაში, თუკი ის დამნაშავეა… ეს საკითხი აქტუალური გახდება მხოლოდ მას შემდეგ, თუკი სნოუდენი სასამართლოს წინაშე წარდგება” – განაცხადა ობამამ.
ამასთანავე, გერმანულ “შპიგელთან” ინტერვიუში ობამამ აღნიშნა, რომ სნოუდენთან დაკავშირებული საფრთხეებს საფუძველი აქვს, რადგანაც მან საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა.
მისი თქმით, საიდუმლო თვალთვალი ზოგჯერ საჭიროა ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისათვის.

შეგახსენებთ, რომ აშშ სნოუდენს საიდუმლო მასალების მოპარვასა და გასაჯაროვებაში სდებს ბრალს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიასანდერსმა პირობა დადო ტრამპთან ერთად ებრძოლოს კორპორაციებს