საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ცვლილებების მასშტაბსა და რადიკალურობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილებებს გიორგი კვირიკაშვილი არ იღებს.

„ყველამ კარგად ვიცით ის ინფორმაცია, ვინ მართავს ამ ქვეყანას ან ვინ არის რეალური უფროსი, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. რაიმე ცვლილებები არ იძლევა საფუძველს იმისას, რომ რაღაც შეიცვლება არსებითად. ამიტომაც, პასუხისმგებლობა აქვს იმ კაცს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ემსახურება ადამიანს მთავრობაში თუ პარლამენტში და ამ თვალსაზრისით სამწუხაროდ, ახლა ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას, სადაც ისედაც უკვე ოთხი წელია სახიფათო ტენდენციებია,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დავუჭირეთ ქალ კანდიდატს მხარი- ბესელია თავის მოადგილეზე
შემდეგი სტატიაობამა: მე არ მაქვს შესაძლებლობა სნოუდენი შევიწყალო