სანდერსმა პირობა დადო ტრამპთან ერთად ებრძოლოს კორპორაციებს

ვერმონტის შტატის სენატორმა ბერნი სანდერსმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო დემოკრატიული პარტიიდან, განაცხადა, რომ მზად არის დონალდ ტრამპს მხარი დაუჭიროს კორპორაციებთან ბრძოლაში.
“თუკი ბატონ ტრამპს სითამამე ეყოფა იმისათვის, რომ კორპორაციებს წინ აღუდგეს, ის მოკავშირეს მიიღებს ჩემი სახით” – თქვა სანდერსმა. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალი პრეზიდენტის სხვა სოციალ-ეკონომიკურ ინიციატივებსაც მხარს უჭერს. კერძოდ, საუბარია ხელფასის მინიმალური ოდენობის გაზრდაზე.

banner
წინა სტატიაშიობამა: მე არ მაქვს შესაძლებლობა სნოუდენი შევიწყალო
შემდეგი სტატიაუმცირესობის მიერ გამოთქმული შენიშვნები ლოგიკას მოკლებულია- ნარმანია ბიუჯეტზე