ნიუ-იორკში სროლის შედეგად 4 ადამიანია მოკლული

წინასწარი მონაცემებით ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე სკოლის შენობასთან სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა. ამის შესახებ იტყობინება “NBC New York”. ინციდენტის თვითმხილველის, 45 წლის ფრენკ ბრიტოს თქმით, “ორი სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ერთ-ერთი მანქანიდან გადმოვიდა შეიარაღებული მამაკაცი და ვიღაცას გაეკიდა, თან ხუთი თუ ექვსი გასროლა გააკეთა”.
ინციდენტის განსხვავებულ ვერსიაზე წერს პორტალი “Pix 11”. თვითმხილველებზე დაყრდნობით იგი წერს, რომ ავტოფურგონი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა, რის შემდეგ ავტომანქანის მძღოლმა პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი, რომლის შემდეგ იგი დააკავეს. პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავების ფაქტი, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ნიუ-იორკში მოქალაქეების მიმართულებით სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. მან რამდენიმე წუთის წინ მანჰეტენის სამხრეთით ერთ-ერთ ქუჩაზე მოქალაქეებს საკუთარი ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა.

banner
წინა სტატიაშიპრინცი ჰარი და მისი საცოლე ნათესავები აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიამანჰეტენზე შვიდი ადამიანი ველობილიკზე ავტომობილის შევარდნას ემსხვერპლა