მანჰეტენზე შვიდი ადამიანი ველობილიკზე ავტომობილის შევარდნას ემსხვერპლა

მანჰეტენის სამხრეთით ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილი ველობილიკზე შევარდა, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლური მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. გამოძიება ტერორისტული აქტის მუხლით მიმდინარეობს.

ინციდენტის თვითმხილველის, 45 წლის ფრენკ ბრიტოს თქმით, “ორი სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ერთ-ერთი მანქანიდან გადმოვიდა შეიარაღებული მამაკაცი და ვიღაცას გაეკიდა, თან ხუთი თუ ექვსი გასროლა გააკეთა”.

ინციდენტის განსხვავებულ ვერსიაზე წერს პორტალი “Pix 11”. თვითმხილველებზე დაყრდნობით იგი წერს, რომ ავტოფურგონი ადამიანების ჯგუფს დაეჯახა, რის შემდეგ ავტომანქანის მძღოლმა პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი, რომლის შემდეგ იგი დააკავეს. პოლიციამ დაადასტურა მისი დაკავების ფაქტი.

banner
წინა სტატიაშინიუ-იორკში სროლის შედეგად 4 ადამიანია მოკლული
შემდეგი სტატიასელენა გომესს “წლის ქალის” ტიტული მიენიჭება