პრინცი ჰარი და მისი საცოლე ნათესავები აღმოჩნდნენ

სპეციალისტებმა სისხლისმიერი ნათესაური კავშირი აღმოაჩინეს პრინც ჰარისა და მის საცოლე მეგან მარკლს შორის.
გაირკვა, რომ მე-15 საუკუნეში, ვინმე შერიფ დარემ რალფ ბოუზის შვილიშვილი გათხოვდა და აიღო ქმრის გვარი -ჰასი. ამ უკანასკნელის შვილიშვილი კრისტოფერ ჰასი, რომლის პირდაპირი შთამომავალი არის მეგან მარკლი, გაემგზავრა ამერიკაში და დაარსა იქ ქალაქი ნანტაკეტი. ბოუზის შვილიშვილი კი დარჩა ინგლისში და გახდა სამეფო პარლამენტის წევრი, ხოლო მისი ქალიშვილი ცოლად გაყვა გრაფ ლაიონს 1767 წელს. 5 თაობის შემდეგ ელისაბედ ბოუზ-ლაიონი გახდა მეფე ჯორჯ VI ცოლი. მათ შეეძინათ ქალიშვილი ელისაბედ II, რომელიც ბრიტანეთის სამეფოს ამჟამინდელი მონარქია და, შესაბამისად, პრინც ჰარის ბებიაა.
ლონდონში მოუთმენლად ელოდებიან სამეფო კარის ოფიციალურ რეაქციას მეცნიერთა მიერ ამ “აღმოჩენასთან” დაკავშირებით. მომზადებულია ბრიტანული პრესის მასალებზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშითურქეთი საკუთარი მარკის ავტომობილს გამოუშვებს
შემდეგი სტატიანიუ-იორკში სროლის შედეგად 4 ადამიანია მოკლული