მოსკოვის ცენტრში დაკავებები ისევ დაიწყო

დღეს, 2 აპრილს მოსკოვის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავეს – აქცია არასანქცირებულია. დაკავების ფოტოს რუსი ბლოგერი ილია ვალმოვი აქვეყნებს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებს მიყავთ, არასრულწლოვანია. ბლოგერისვე ინფორმაციით, პოლიციელებმა მოსკოვის ცენტრში ბარიკადები აღმართეს. დღევანდელი აქციის შეასხებ გუშინ რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა. გუშინვე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი უწყებები დაავალდებულა ყველა ინტერნეტ გვერდი დაებლოკა, სადაც აქციის შესახებ ანონსი იქნებოდა განთავსებული.

banner
წინა სტატიაშიერდორანმა საკუთარ თავს “მშვიდობისა და თავისუფლების დამცველი” უწოდა
შემდეგი სტატიაიაცენიუკს დეკლარაციის მიხედვით ბანკში მილიონი დოლარი აქვს, ხელზე კი – ნახევარი მილიონი