ერდორანმა საკუთარ თავს “მშვიდობისა და თავისუფლების დამცველი” უწოდა

ერდორანმა პუტინს ბოდიში მოუხადათურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდორანმა საკუთარ თავს “მშვიდობისა და თავისუფლების დამცველი” უწოდა დიარბაკირში, ქურთების წინაშე თავის გამოსვლაში -წერს Reuters-ი. გუშინ, პირველ აპრილს მიტინგზე გამოსვლისას, რომელიც ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმების რეფერენდუმს ეხებოდა, ერდოღანი “ხალხების დემოკრატიული პარტიის (ხდპ) წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც პროქურთულად ითვლება. “ეს ხდპ ამბობს მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა. მოაქვს მშვიდობა მხოლოდ სიტყვებს? შეიძლება თუ არა იყოს მშვიდობა მათთან, რომელიც იარაღით ხელში დგას? ჩვენ ვართ მშვიდობის მცველები, ჩვენ ვართ თავისუფლების მცველები” – განაცხადა ერდორანმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართება. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრეზიდენტს ხმის მიცემის დროს პრობლემები შეექმნა
შემდეგი სტატიამოსკოვის ცენტრში დაკავებები ისევ დაიწყო