უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერმა არსენ იაცენიუკმა 2016 წლის შემოსავლების დეკლარაცია აჩვენა – “112 უკრაინა” ავრცელებს. დეკლარაციის მიხედვით ყოფილ პრემიერს ბანკში მილიონი დოლარი აქვს თავის ანგარიშზე, 475 ათასი დოლარი კი – ხელზე. მის დეკლარაციაში ასევე ნაჩვენებია, რომ მას გააჩნია ხელოვნების ნიმუშები, მონეტები, წიგნები, უძრავი ქონება, მანქანები და სავაჭრო მარკა «Арсеній»-ს მართვის უფლება, მიწის ნაკვეთები, სახლები და აგარაკები, უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში.