მინესოტაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა

მინესოტას შტატის ქალაქ სენტ-კლაუდში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა. ინციდენტი ქალაქის სავაჭრო ცენტრში მოხდა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. მისი ქმედების მოტივი უცნობია. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ABC News ავრცელებს.

როგორც სენტ-კლაუდის პოლიციის უფროსმა ბლერ ანდერსონმა განაცხადა, ბოროტმოქმედმა თავდასხმამდე ერთ-ერთ დაზარალებულს ჰკითხა, იყო თუ არა ის მუსლიმი. ამერიკული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი ალაჰის სახელს ახსენებდა. პოლიციის ცნობიT, მამაკაცს კერძო დაცვის კომპანიის უნიფორმა ეცვა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამერაბ ბერძენიშვილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს