მერაბ ბერძენიშვილის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი გიორგი კვირიკაშვილმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამასთან პრემიერის განცხადების თანახმად, მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
”დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული მოქანდაკის – მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო. მემკვიდრეობა, რომელიც მერაბ ბერძენიშვილმა დატოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები საუკეთესოდ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას, ჩვენს უმთავრეს ღირებულებებს.
სამძიმარს ვუცხადებ ბატონი მერაბის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს. მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო”, – ნათქვამია სამძმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიმინესოტაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს