კანადაში ზღვიდან ანომალური ხმები ისმის

კანადის ჩრდილოეთით მდებარე ფიური და ჰეკლას სრუტეში, რამდენიმე თვეა ზღვიდან ბზუილის მსგავსი ანომალური ხმები ისმის, აცხადებს BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ზღვიდან მომავალი ბზუილის მსგავსი უცნაური ხმა, სანაპიროზე მყოფ ყველა ცხოველს აფრთხობს, რის გამოც მოსახლეობაც დაფრთხა და მათი მოთხოვნით ქვეყნის სამხედროებმა მითითებული ტერიტორიის ჰაერიდან და ზღვიდან კვლევა აწარმოეს. თუმცა უცნაური ხმის გამოცემის ვერანაირი მიზეზი ვერ დაადგინეს.
კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ,,აკუსტიკური ანომალიის მიზეზი დადგენილი არ არის და ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება”

banner
წინა სტატიაშიორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობას აპირებს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ლარს არა მცურავი, არამედ მყვინთავი კურსი აქვს