რომან გოცირიძე: ლარს არა მცურავი, არამედ მყვინთავი კურსი აქვს

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემქნილ ვითარებას ხელისუფლების არასწორ ფისკალურ პოლიტიკას უკავშირებს.

როგორც მან განაცხადა: დღეს ლარს „არა მცურავი, არამედ მყვინთავი კურსი აქვს“.

„ლარს არა მცურავი, არამედ მყვინთავი კურსი აქვს. ამ ყვინთვაში ვიმყოფებით უკვე სამი წელია. ვერა და ვერ ამოვედით და მივდივართ და მივდივართ უფრო ღრმად. ის, რაც დღეს ხდება, პირდაპირ მთავრობის ფისკალური პოლიტიკის შედეგია, რომელიც შემიძლია, ვთქვა, რომ დანაშაულებრივია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ “ბიუჯეტის შესახებ” კანონი დაარღვია და კანონით დასაშვებ ოდენობაზე მეტი შიდა ვალი აიღო.

რომან გოცირიძე ასევე ირწმუნება, რომ მთავრობა ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას აყალბებს.

banner
წინა სტატიაშიკანადაში ზღვიდან ანომალური ხმები ისმის
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკს 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ შეემატება