ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობას აპირებს

იტალიელი კინოვარსკვლავი ორნელა მუტი ამზადებს დოკუმენტებს, რათა რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს. ამის შესახებ აცხადებს რუსული გამოცემა Life.ru გავრცელებული ინფორმაციით, ორნელა მუტიმ რუსეთის მოქალაქეობის სურვილისა და ამასთან დაკავშირებით საბუთების მომზადების შესახებ ალექსანდრ რევთან გადაღებული კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

“მე თავს რუსეთის ნაწილად ვგრძნობ, რამეთუ ვმუშაობ რუსებთან”,- განაცხადა მუტიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ამერიკელი კინოვარსკვლავის სტივენ სიგალისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას.

14958118_670921213068069_2042943934_o

banner
წინა სტატიაშიდამამძიმებელ გარემოებაში მოკლულის მეუღლე: დედა-შვილს შორის უთანხმოება ძირითადად ვარცხნილობასა და ჩაცმის სტილზე იყო
შემდეგი სტატიაკანადაში ზღვიდან ანომალური ხმები ისმის